კურსკის რეგიონში, სადაც უკრაინის ძალები ოთხი დღეა, შეიჭრნენ, რუსეთმა 9 აგვისტოს "ფედერალურ დონეზე" გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი." რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის, Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები.
სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება. რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.